Thumbnail

ნახეთ: 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული Voice-ის გამარჯვებულია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

უკრაინული საბავშვო Voice-ის მეხუთე სეზონის გამარჯვებული, ქართველი კონკურსანტი, 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა. მან ქვეყნის საუკეთესო ვოკალისტის წოდება და პარიზის "დისნეილენდის" საგზური მოიგო.

მოვიგეთ!!!!!🏆 ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინის ახალი ხმა მოიგო!👏 🇺🇦❤️🇬🇪

Posted by Eurovision Georgian fans on კვირა, 07 ივლისი, 2019

 

პროექტის ფინალურ ეტაპზე ალექსანდრემ სამი კომპოზიცია: ნინო ქათამაძის "ქუჩაში ერთხელ", ჯგუფ Время и Стекло-სთან ერთად უკრაინული სიმღერა Люди, як кораблі და სელინ დიონის ჰიტი All By Myself შეასრულა.

გამარჯვებული ექვს ფინალისტს შორის გამოვლინდა. ნიდერლანდული პროექტის უკრაინული ანალოგი ტელეკომპანია 1+1-ის ეთერში გავიდა. 

ფინალისტებმა მუსიკოს Netta-სთან ერთად ასევე ევროვიზია 2018 წლის გამარჯვებული კომპოზიცია Toy შეასრულეს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი 2018 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური პროექტის, "რანინას" მონაწილე იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული