Thumbnail

ნახეთ: ედ შირანმა კომპოზიციაზე Blow ვიდეოკლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, ედ შირანმა კომპოზიციაზე Blow ვიდეორგოლი გადაიღო. სიმღერას არტისტი ბრუნო მარსთან და კრის სტეპლტონთან ერთად ასრულებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში No.6 Collaborations Project იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ თავად არტისტები კლიპში არ მონაწილეობენ.

► ედ შირანის კომპოზიციაში Eminem და 50 Cent მონაწილეობენ

► ნახეთ: ედ შირანი კეტჩუპ Edchup-ს გამოუშვებს

ედ შირანის ახალ ალბომში ასევე მონაწილეობენ: Eminem, 50 Cent, Justin Bieber, Cardi B, Camila Cabello, Travis Scott, Young Thug და სხვები.

ედ შირანმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული