Thumbnail

ნახეთ: ანა სუბელიანმა აქცია-კონცერტზე ირაკლი ჩარკვიანის "ნაიარევს" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

4 ივლისს, პარლამენტთან გამართულ აქცია-კონცერტზე "მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ" სამოქალაქო აქტივისტმა, ანა სუბელიანმა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "ნაიარევს" შეასრულა.

ანა სუბელიანი - ნაიარევს

🎶📢 ანა სუბელიანმა აქცია-კონცერტზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "ნაიარევს" შეასრულა.

Posted by popmusic on Friday, July 5, 2019

 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ორი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული