Thumbnail

ნახეთ: Kung Fu Junkie-მ აქცია-კონცერტზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "გვარდია" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

4 ივლისს პარლამენტთან გამართულ აქცია-კონცერტზე "მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ" ქართულმა ჯგუფმა Kung Fu Junkie ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "გვარდია" შეასრულა.

Kung Fu Junkie - გვარდია

🎶📢 აქცია-კონცერტზე ქართულმა ჯგუფმა Kung Fu Junkie ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის "გვარდია" ქავერ ვერსია შეასრულა.

Posted by popmusic on Saturday, July 6, 2019

 

Kung Fu Junkie 2007 წელს თაზო ლიპარტელიანმა, იგივე გრინჩმა ჩამოაყალიბა. მის გარდა, კოლექტივში ზურა ჯიშკარიანი (Next Dila), ამიკო ნინუა (MC Cutkill) და არჩილ ქელბაქიანი გაწევრიანდნენ. ეს უკანასკნელი მალევე თემო ეზუგბაიამ (Vinda Folio) შეცვალა, მოგვიანებით კი ჯგუფს მაქსიმე მაჩაიძე დაემატა. 2011 წელს გერმანულ ლეიბლზე Progrezo Records მუსიკოსების სადებიუტო EP სახელად Dance 2 the Light გამოიცა, რასაც ერთი წლის შემდეგ საქართველოში გამოშვებული სინგლი Yoshiwara Bitch და EP Summer in the Sky, ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული კონცერტის DVD მოჰყვა. 2016 წელს, გრინჩის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებამ აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა შეწყვიტა. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ორი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული