Thumbnail

ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა აქცია-კონცერტზე კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz 4 ივლისს პარლამენტთან გამართულ აქცია-კონცერტზე "მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ" 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული ჯგუფის, "ტაქსის" კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულა.

ნიკა კოჩაროვი - ზამთარი

ნიკა კოჩაროვი - ზამთარი

Posted by თავისუფლებისთვის - For Freedom on Friday, July 5, 2019

 

ნიკა კოჩაროვმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა ჯგუფი Young Georgian Lolitaz ჩამოაყალიბა, რომელთან ერთად ორი სტუდიური ნამუშევარი Lemonjuice და The Lava გამოუშვა. 2011 წელს კოჩაროვმა ახალი პროექტი Z for Zulu შექმნა და ალბომი Better Than Dog გაავრცელა. 2016 წელს კი Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველოს სახელით "ევროვიზია 2016"-ზე წარდგა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ორი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული