Thumbnail

პოპულარული ინგლისელი არტისტი, ედ შირანი თავისი მომავალი ალბომიდან No.6 Collaborations Project კიდევ ორ კომპოზიციას ავრცელებს. სიმღერაში Blow მუსიკოსი Bruno Mars და ქანთრი შემსრულებელი, კრის სტეპლტონი მონაწილეობენ. Best Part Of Me კი ამერიკელ მომღერალ Yebba-სთან ერთადაა ჩაწერილი. შირანის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვება.

► ნახეთ: Ed Sheeran - Beautiful People Ft. Khalid

► ედ შირანის კომპოზიციაში Eminem და 50 Cent მონაწილეობენ

ედ შირანის ახალ ალბომში ასევე მონაწილეობენ: Eminem, 50 Cent, Justin Bieber, Cardi B, Camila Cabello, Travis Scott, Young Thug და სხვები.

ედ შირანმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული