Thumbnail

მოუსმინეთ: Dreamville ახალ ალბომს ROTDIII ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემოქმედებითი გაერთიანება Dreamville მსმენელს, ოთხწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ახალი კომპილაციური ალბომით Revenge Of The Dreamers III დაუბრუნდა. "დრიმვილელების" რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი 18 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევარი ცნობილ ლეიბლზე Interscope Records გამოიცა.

► ნახეთ: Dreamville დოკუმენტურ ფილმს Revenge ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Dreamville - LamboTruck | Costa Rica 

► მოუსმინეთ: Dreamville - Down Bad | Got Me 

ჯერმეინ ქოულის მიერ დაარსებული კოლექტივის ახალ ალბომში მონაწილეობა ისეთმა არტისტებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Ari Lennox, Bas, Buddy, Childish Major, J.I.D, Cozz, DaBaby, DaVionne, Dreezy, EARTHGANG, Guapdad 4000, Lute, Maxo Kream, Mereba, Mez, Omen, REASON, Reese LAFLARE, Saba, Ski Mask The Slump God, Smino, Smokepurpp, T.I., Ty Dolla Sign, Vince Staples, Young Nudy და სხვა.

ჯერმეინ ქოულმა "დრიმვილი" 2007 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივი დღეს რამდენიმე რეპერსა და არენბი შემსრულებელს აერთიანებს. თავად ქოულის გარდა, ჯგუფის წევრები J.I.D, Bas, Cozz, Lute, EarthGang, Omen და Ari Lennox არიან. მათი სადებიუტო კომპილაციური ალბომი Revenge Of The Dreamers 2014 წელს, მსხვილ ლეიბლთან Interscope კონტრაქტის გაფორმების აღსანიშნავად ჩაიწერა. ერთი წლის შემდეგ კი ახალგაზრდა მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულმა გაერთიანებამ ნამუშევრის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული