Thumbnail

ნახეთ: ლიამ პეინმა ტანსაცმლის პირველი კოლექცია გამოუშვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინგლისელმა პოპვარსკვლავმა, ლიამ პეინმა გერმანულ მოდის სახლ Hugo Boss-თან თანამშრომლობით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექცია გამოუშვა. არტისტმა მოდელის როლიც მოირგო და თავისი დიზაინით შექმნილი სამოსი ცნობილი ფოტოგრაფების, მერტ ალაშისა და მარკუს პიგოტის ობიექტივში წარმოაჩინა.

► ნახეთ: ლიამ პეინმა გრემ ნორტონის შოუში სიმღერა Familiar შეასრულა

ლიამ პეინმა პოპულარობა ბოიბენდ One Direction-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ჯგუფმა 2016 წელს განუსაზღვრელი ვადით შემოქმედებითი პაუზა აიღო. მუსიკოსს სოლო კარიერის ფარგლებში განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Strip That Down მოუტანა, რომელმაც 2017 წელს ამერიკასა და ბრიტანეთში პლატინის სტატუსი დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული