Thumbnail

6 ივლისს Lisi Wonderland-ში ჯგუფ Soft Eject-ის კონცერტი გაიმართება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

6 ივლისს, 17:00 საათიდან Lisi Wonderland-ში ფესტივალ-პიკნიკი "ზაფხულის დღის სიზმარი" გაიმართება. ღონისძიებაზე ცნობილი ქართული ჯგუფი Soft Eject დაუკრავს. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე, biletebi.ge-სა და eventikz.com-ზეა შესაძლებელი.

► არქივი: Soft Eject

კონცერტის გარდა, გაიმართება წიგნის "მაწანწალა" პრეზენტაცია, რომელშიც გამოქვეყნდება ბენდის წევრების მიერ დაწერილი ტექსტები, მათ შორის პეჩოს დღიური, რომელსაც ის ევროპაში ჩატარებული პირველი ტურნეს დროს წერდა.

კონცერტის დასრულების შემდეგ კი, სპეციალურად მოწყობილ პატარა სცენაზე, კოლექტივი ჰიტზე Please Just Carry On ახალ კლიპს გადაიღებს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოხვედრა.

Soft Eject თბილისში 1990 წელს შეიქმნა. ჯგუფის პირველი ოთხი სტუდიური ჩანაწერი Everybody (1993), Something New (1994), Now! (1995) და Collection (1995) გერმანიაშია ჩაწერილი. 2000-იანი წლებიდან ბენდი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს. აშშ-ში, ბრიტანეთსა და უკრაინაში გასტროლებს 2001 წელს ალბომი Wanderer ემატება. 2 წელიწადში კი Nine Mountains Away გამოდის. 2017 წელს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, "სოფთ ეჯექთი" Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერად მოგვევლინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული