Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ წვიმაში შესრულებული Master Of Puppets-ის ჩანაწერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჰევი მეტალ ჯგუფმა Metallica 18 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში, საფეხბურთო კლუბ "მანჩერსტერ სიტის" სტადიონზე კონცერტი გამართა. კოლექტივმა ღონისძიებაზე გადაღებული ორი ვიდეო გაავრცელა, რომლებშიც მუსიკოსები კომპოზიციებს Master Of Puppets და St. Anger ასრულებენ.

► ნახეთ: Metallica-მ კომპოზიცია Seek and Destroy 13 წლის დრამერთან ერთად შეასრულა

► ნახეთ: Metallica-ს წევრებმა NBA-ის სუპერფინალზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულეს

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული