Thumbnail

ახალგაზრდა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიემონტ ჰარპერმა, ფსევდონიმით Saweetie, კომპოზიციაზე My Type გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი ატლანტელი მუსიკოსი London On Da Track გახლავთ. ჩანაწერი სოუითის სადებიუტო სტუდიური ნამუშევრის ICY ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Saweetie 7-ტრეკიან ჩანაწერს ICY ავრცელებს 

► ნახეთ: Saweetie და Quavo კლიპს Emotional ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: BIG K.R.I.T. - Addiction Ft. Lil Wayne & Saweetie 

სოუითიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. 2018 წლის დასაწყისში ის ერთ-ერთი მსხვილი ლეიბლის Warner Bros. Records წევრი გახდა. იმავე წლის მარტში დიემონტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი High Maintenance გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Icy Grl გახლავთ.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული