Thumbnail

ნახეთ: ფესტივალ Lollapalooza-ზე დეივ გროლმა თავის ექიმს My Hero უმღერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკული როკ ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა, დეივ გროლმა სტოკჰოლმში, Lollapalooza-ს ფესტივალზე გამოსვლისას, კონცერტზე დამსწრე ექიმს კომპოზიცია My Hero მიუძღვნა. სწორედ ის მეთვალყურეობდა 2015 წელს სცენაზე მყოფ არტისტს, რომელმაც შვედეთში შოუს მიმდინარეობისას ფეხი მოიტეხა, თუმცა, პერფორმანსი არ შეწყვიტა და ბოლომდე ჩაატარა.

► Nirvana-ს მენეჯერი: კურტი დეივ გროლთან შედარებით ემოციურად მეტ მსმენელს მისწვდა

► ნახეთ: ჯგუფ Foo Fighters-ის ფრონტმენი დეივ გროლი სცენიდან გადავარდა

► ნახეთ: Foo Fighters-ის ფრონტმენი დეივ გროლი სცენიდან კიდევ ერთხელ გადავარდა

"ის აქ არის, უმღერეთ მას!", - განაცხადა დეივ გროლმა, მსმენელებმა კი ექიმი ხელში აიყვანეს.

დეივ გროლი 1990-94 წლებში ლეგენდარული ჯგუფის Nirvana დრამერი იყო. კურტ კობეინის თვითმკვლელობისა და ბენდის დაშლის შემდეგ კი მუსიკოსმა როკ კოლექტივი Foo Fighters შექმნა, სადაც ის ფრონტმენად მოგვევლინა. 13 გრემის მფლობელმა არტისტმა ბოლო ალბომი Concrete and Gold შარშან გამოუშვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული