Thumbnail

ნახეთ: Nas-მა მომავალი ალბომის The Lost Tapes 2 ტრეკლისტი გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ნასირ ესკობარ ჯოუნსის, ფსევდონიმით Nas, მომავალი ალბომი The Lost Tapes 2 გაყიდვაში 19 ივლისს ჩაეშვება. ვეტერანმა რეპერმა სტუდიური ნამუშევრის თიზერი და ტრეკლისტი გამოაქვეყნა. ჩანაწერში მუსიკოსის მიერ ალბომებზე Hip-Hop Is Dead (2006), Untitled (2008), Life Is Good (2012) და Nasir (2018) მუშაობისას შექმნილი კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი.

► რეპერი Nas საბავშვო წიგნს I Know I Can გამოუშვებს 

ნასირის ალბომში შესული კომპოზიციების ინსტრუმენტალები ჰიპ ჰოპის ყველა დროის გამორჩეულ პროდიუსერებს ეკუთვნით. გთავაზობთ ჩანაწერის ტრეკლისტს:

01. No Bad Energy [PROD. BY SWIZZ BEATZ]
02. Vernon Family [PROD. BY PHARRELL WILLIAMS]
03. Jarreau Of Rap (Skatt Attack) Feat. Al Jarreau, Keyon Harrold [PROD. BY EDDIE COLE]
04. Lost Freestyle [PROD. BY STATIK SELEKTAH]
05. Tanasia [PROD. BY RZA]
06. Royalty Feat. RaVaughn [PROD. BY HIT-BOY]
07. Who Are You Feat. David Ranier [PROD. BY ERIC HUDSON]
08. Adult Film Feat. Swizz Beatz [PROD. BY SWIZZ BEATZ]
09. War Against Love [PROD. BY DJ DAHI & DJ KHALIL]
10. The Art Of It Feat. J. Myers [PROD. BY PETE ROCK]
11. Highly Favored [PROD. BY RZA]
12. Queens Wolf [PROD. BY DJ TOOMP]
13. It Never Ends [PROD. BY THE ALCHEMIST]
14. You Mean The World To Me [PROD. BY KANYE WEST]
15. Queens Bridge Politics [PROD. BY PETE ROCK]
16. Beautiful Life Feat. RaVaughn [PROD. BY NO I.D.] 

The Lost Tapes-ის პირველი ნაწილი რეპერმა 2002 წელს გამოაქვეყნა. მასში ალბომებზე I Am… და Stillmatic მუშაობისას შექმნილი კომპოზიციები შევიდა.

ჰიპ ჰოპ არტისტი მსმენელს ექვსწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2018 წლის 15 ივნისს ალბომით Nasir დაუბრუნდა. შვიდტრეკიანი სტუდიური ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი ჩიკაგოელი მუსიკოსი, ქანიე ვესთი გახლავთ. თუმცა, ნამუშევარმა მსმენელში პოპულარობა ვერ მოიპოვა.

ნასირ ჯოუნსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო, "ჰიპ ჰოპის ბიბლიად" წოდებული სტუდიური ნამუშევარი Illmatic 1994 წელს გავრცელდა. დღეისთვის ნიუ იორკელი არტისტის შემოქმედება 11 სოლო ალბომს, დემიენ მარლისთან და გაერთიანება The Firm-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებსა და სხვა წარმატებულ ნამუშევრებს აერთიანებს. ნასი არაერთმა ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემამ ყველა დროის 10 საუკეთესო რეპერს შორისაც დაასახელა.

მუსიკოსის სახელს ჰიპ ჰოპის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დაპირისპირებაც უკავშირდება. მსმენელთა აზრით, ნასისა და ჯეი ზის ბიფში დის-ჩანაწერით Ether სწორედ "ესკობარმა" გაიმარჯვა. თუმცა, მას შემდეგ რეპერებმა არაერთხელ ითანამშრომლეს და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული