Thumbnail

ნახეთ: Dreamville დოკუმენტურ ფილმს Revenge ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემოქმედებითი გაერთიანება Dreamville მესამე კომპილაციური ალბომის Revenge Of The Dreamers III გამოსაშვებად ემზადება, რომელიც გაყიდვაში 5 ივლისს ჩაეშვება. მანამდე კი კოლექტივმა სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ნახევარსაათიან დოკუმენტურ ფილმში Revenge "დრიმვილის" წევრები და მათი ცნობილი კოლეგები მონაწილეობენ.

► მოუსმინეთ: Dreamville - LamboTruck | Costa Rica 

► მოუსმინეთ: Dreamville - Down Bad | Got Me 

ჯერმეინ ქოულმა "დრიმვილი" 2007 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივი დღეს რამდენიმე რეპერსა და არენბი შემსრულებელს აერთიანებს. თავად ქოულის გარდა, ჯგუფის წევრები J.I.D, Bas, Cozz, Lute, EarthGang, Omen და Ari Lennox არიან. მათი სადებიუტო კომპილაციური ალბომი Revenge Of The Dreamers 2014 წელს, მსხვილ ლეიბლთან Interscope კონტრაქტის გაფორმების აღსანიშნავად ჩაიწერა. ერთი წლის შემდეგ კი ახალგაზრდა მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულმა გაერთიანებამ ნამუშევრის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული