Thumbnail

ნახეთ: პოლ ტომას ანდერსონმა ტომ იორკის ალბომის Anima შესახებ ფილმი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინტერნეტში ოსკაროსანი ამერიკელი რეჟისორის, პოლ ტომას ანდერსონის მიერ მუსიკოს ტომ იორკის ახალი სოლო ალბომის Anima შესახებ გადაღებული, ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმი გავრცელდა. 15-წუთიან სურათში არტისტთან ერთად მისი შეყვარებული, მსახიობი დაიანა რონჩონე მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: ტომ იორკმა ახალი ალბომი Anima გამოუშვა

 

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული