Thumbnail
ფოტო: გრაფიკული დიზაინერი • Graphic Designer

მოუსმინეთ: DJ Kancheli და MC Cutkill აქციებს ტრეკით Tavisupleba ეხმაურებიან

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველი პროდიუსერი გიორგი ყანჩელი, სასცენო სახელით Kancheli, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ახალ კომპოზიციას Tavisupleba ავრცელებს. ჩანაწერში შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის წევრი, ჰიპ ჰოპ არტისტი ამიკო ნინუა, იგივე MC Cutkill მონაწილეობს.

► ნახეთ: მაკა ჩიჩუამ აქციებს მხარდაჭერა სიმღერით "არასდროს!" გამოუცხადა

► ნახეთ: დავით გაბუნიამ აქციებს მხარდაჭერა კომპოზიციით Herio Boys, Herio Girls გამოუცხადა

► მოუსმინეთ: KayaKata და Turbohikari აქციებს ტრეკით Valley of the Wind ეხმაურებიან

"ამ ტრეკს ვუძღვნით ახალგაზრდებს, გულწრფელი პროტესტის სასტიკად დარბევის შედეგად დაშავებულ ადამიანებს, რომლებმაც სამუდამოდ დაამტკიცეს, რომ საქართველო რუსულ ოკუპაციას არასოდეს შეეგუება! ჩვენგან პატარა მადლობა თქვენ!", - წერენ მუსიკოსები საუნდქლაუდზე.

Kancheli ადგილობრივი საკლუბო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი და პროდიუსერია. მისი მუსიკალური კარიერა 10 წელზე მეტს ითვლის. არტისტის შემოქმედება ძირითადად ტექნო ჟღერადობაზეა ორიენტირებული. ყანჩელი კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი რეზიდენტია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ორი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული