Thumbnail

ბრიტანელი დიჯეი საიმონ გრინი, სასცენო სახელით Bonobo, ახალ ტრეკს Linked ავრცელებს. ეს პირველი ნამუშევარია, რომელიც მუსიკოსმა თებერვალში გამოშვებული კომპოზიციის Ibrik შემდეგ გამოაქვეყნა.

ბონობო ბრიტანელი პროდიუსერი და დიჯეია, რომელიც ამჟამად ლოს ანჯელესში მოღვაწეობს. არტისტმა სადებიუტო ალბომი Animal Magic 2000 წელს გამოუშვა. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება კი მისმა მეოთხე სტუდიურმა ჩანაწერმა Black Sands დაიმსახურა. მუსიკოსის 2017 წლის ნამუშევარი Migration საუკეთესო ელექტრონული/საცეკვაო ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტთა შორის მოხვდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული