Thumbnail

გთავაზობთ 2019 წლის ივნისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Burial - State Forest

ბრიტანელმა ელექტრონულმა არტისტმა Burial ახალი კომპოზიცია State Forest გაავრცელა. ნამუშევარი მის ორტრეკიან EP-ში სახელწოდებით Claustro / State Forest შევიდა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვა.

9. Big K.R.I.T. - K.R.I.T. Here

მისისიპელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯასტინ სკოტმა, ფსევდონიმით Big K.R.I.T., ახალი ტრეკი K.R.I.T. HERE და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კომპოზიციის პროდიუსერი გრემის ნომინანტი მუსიკოსი DJ Camper გახლავთ. ჩანაწერი სამხრეთელი რეპერის მომავალი ალბომის K.R.I.T. IZ HERE პირველი სინგლია. ნამუშევარი გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვება.

8. The S.L.P. - Nobody Else

ბრიტანული როკ ბენდის, Kasabian-ის გიტარისტმა, სერჯიო პიცორნომ ახალი კომპოზიცია Nobody Else გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსის სოლო პროექტის The S.L.P. სადებიუტო ალბომში შევა.

 7. Serpentwithfeet - Receipts Feat. Ty Dolla $ign

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯოზაია ვაისმა, სასცენო სახელით Serpentwithfeet, ახალი კომპოზიცია Receipts გამოსცა. ჩანაწერში კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, ტაირონ უილიამსი, ფსევდონიმით Ty Dolla Sign მონაწილეობს.

6. Mannequin Pussy - Cream

ფილადელფიურმა პანკ როკ ჯგუფმა Mannequin Pussy ახალი კომპოზიცია Cream და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსების ბოლო ალბომში Patience შევიდა, რომელიც გაყიდვაში 21 ივნისს ჩაეშვა.

5. Common - HER Love Feat. Daniel Caesar And Dwele

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Common ახალი კომპოზიცია HER Love და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი Daniel Caesar და დეტროიტელი მომღერალი Dwele მონაწილეობენ.

4. Cassius - Don't Let Me Be Feat. Owlle

ელექტრონულმა დუეტმა Cassius ახალი კომპოზიცია Don't Let Me Be და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სიმღერაში ფრანგი დრიმ პოპ არტისტი Owlle მონაწილეობს. ტრეკი ჯგუფის უკანასკნელ ალბომში Dreems შედის, რომელიც გაყიდვაში 21 ივნისს ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ სტუდიური ჩანაწერის გამოცემამდე ორი დღით ადრე პროექტის ერთ-ერთი წევრი Philippe Zdar გარდაიცვალა.

3. Liam Gallagher - The River

Oasis-ის ყოფილმა ფრონტმენმა, ლიამ გალაჰერმა ახალი კომპოზიცია The River გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსის რიგით მეორე სოლო ალბომში Why My? Why Not შევა, რომელიც გაყიდვაში 20 სექტემბერს ჩაეშვება.

2. Freddie Gibbs & Madlib - Half Manne Half Cocaine

ინდიანელი რეპერის, ფრედი გიბსისა და კალიფორნიელი პროდიუსერის, მედლიბის პროექტმა MadGibbs ახალი კომპოზიცია Half Manne Half Cocaine გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსების ერთობლივ ალბომში Bandana შევიდა, რომელიც გაყიდვაში 28 ივნისს ჩაეშვა.

1. Thom Yorke - Not The News

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა ახალი კომპოზიცია Not The News გაავრცელა. ტრეკი მის სოლო ალბომში Anima არის წარმოდგენილი, რომელიც 27 ივნისს გამოიცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული