Thumbnail

ნახეთ: ზურა ჯავახიამ და საბა ზაკალაშვილმა აქციაზე კომპოზიცია "სამშობლო" შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ჯგუფის "არა" წევრებმა, ზურა ჯავახიამ და საბა ზაკალაშვილმა 30 ივნისს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბენდ "ყველას" კომპოზიცია "სამშობლო" შეასრულეს.

► ნახეთ: აჩიკო გულედანმა აქციაზე კომპოზიცია Freedom (Motherless Child) შეასრულა

► ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა აქციაზე ჯგუფ "ტაქსის" კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულა

აქციაზე “სირცხვილია 11.0” 🎶 ჯგუფმა “არა-მ” პარლამრნტის წინ იმღერა. ვიდეო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

Posted by netgazeti.ge on Sunday, June 30, 2019

 

ჯგუფი "არა" მუსიკოსისა და მსახიობის, ზურა ჯავახიას პროექტია. კოლექტივის შემადგენლობაში მის გარდა გიორგი სიბაშვილი, თორნიკე ჯაფიაშვილი, ლექსო რატიანი და საბა ზაკალაშვილი არიან. ბენდს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა "კი", "გამოცდები" და "როკსტარი" მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ორი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული