Thumbnail

ნახეთ: Miley Cyrus-მა ემი უაინჰაუსის Back To Black იმღერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ინგლისში, ფესტივალ Glastonbury-ზე გამოსვლისას, ბრიტანელი მუსიკოსის, ემი უაინჰაუსის სიმღერა Back To Black შეასრულა. არტისტს აკომპანირებას გრემის მფლობელი პროდიუსერი, მარკ რონსონი უწევდა.

 ► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა არიანას გრანდეს No Tears Left To Cry დააქავერეს

► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა ლენონის Happy Xmas (War Is Over) შეასრულეს

► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა Nothing Breaks Like a Heart შეასრულეს

მუსიკოსებმა ფესტივალზე ასევე ერთობლივი სიმღერა Nothing Breaks Like a Heart შეასრულეს.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. 

მარკ რონსონმა კი მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. მარკი თავის დროზე ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ემი უაინჰაუსი, ლედი გაგა, პოლ მაკკარტნი და ბრუნო მარსი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული