Thumbnail
ფოტო: ტაბულა

ნახეთ: ნინო ქათამაძემ რუსეთში კონცერტის გამართვის გამო დემონსტრანტებს მოუბოდიშა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მომღერალი ნინო ქათამაძე 30 ივნისს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს რუსეთში კონცერტის გამართვის გამო მოუბოდიშა. როგორც ცნობილია, არტისტმა საქართველოში ანტირუსული აქციების მიმდინარეობისას, მოსკოვში გამართულ ფესტივალზე Усадьба Jazz იმღერა, რამაც ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია. მუსიკოსმა გუშინ განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთში კონცერტის გამართვას აღარ აპირებს.

► ნინო ქათამაძე: რუსეთში კონცერტზე უარი უსინათლო გოგონას გამო ვერ ვთქვი

"შემიძლია, მილიარდი ბოდიში მოგიხადოთ, მაგრამ მინდა, რომ ბევრი ადამიანი მოიყვანოთ. გადავხედე ისტორიას და 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა რუსეთიდან კეთილი ნაბიჯი და მიხვდი, რომ თქვენ არ უნდა გქონდეთ მასთან ემოციური ბმა. 100%-ით მართლები ხართ, თქვენ ხართ ნამდვილები. არანაირი დიდებისთვის ან გმირობისთვის არ გადამიდგამს არანაირი ნაბიჯი. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ან სამშობლო უნდა აერჩია, ან მუსიკალური მოღვაწეობა. ჩემი გული, ჩემი ოჯახის გული ვერ გაუძლებს ამ ქვეყნის უსიყვარულოდ ცხოვრებას და საჭიროების შემთხვევაში ვიქნები იქ, სადაც თქვენ იქნებით. დიდი მადლობა", - მიმართა ნინო ქათამაძემ აქციის მონაწილეებს.

ნინო ქათამაძის სიტყვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე #სირცხვილია

Posted by NEWS.On.ge on Sunday, June 30, 2019

 

მოქალაქეთა პროტესტი 20 ივნისს ქვეყანაში რუსი დეპუტატების ვიზიტმა გამოიწვია, მათ შორის, სერგეი გავრილოვის, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეას უძღვებოდა. საზოგადოების გაღიზიანებისა და საპროტესტო ტალღის შემდეგ ღონისძიება ჩაიშალა.

ნინო ქათამაძემ მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო და მალევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ შემსრულებლად იქცა. 1999 წლიდან არტისტი ბენდ Insight-თან თანამშრომლობს. ამ დრომდე მათ ერთად 6 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული