Thumbnail

ქართველმა ელექტრონულმა არტისტმა, ანა კუბლაშვილმა, სასცენო სახელით Newa, ტრეკი Unfold გაავრცელა. კომპოზიცია შვედური ტექნო ლეიბლის Arsenik Records ახალ რელიზში ASR016 შედის, რომელიც ვინილის სახით გაყიდვაში 24 ივნისს ჩაეშვა. 

► ნახეთ: Newa კომპოზიციაზე Race Me შექმნილ კლიპს ავრცელებს

► მოუსმინეთ: ქართველმა არტისტმა Newa-მ კომპოზიცია Easy გაავრცელა

Newa კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე არტისტია, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2011 წელს გამოჩნდა. ანამ სადებიუტო ჩანაწერი Away From Mind 2012 წელს გერმანულ Subspiele Records-ზე გამოუშვა. 2013 წელს მისმა რელიზმა AC ელექტრონავტების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა. 2016 წელს ტრეკი Black Eyebrows Are Indifferent ლეიბლზე Bassiani Records ისეთი არტისტების კომპოზიციებთან ერთად გამოიცა, როგორებიც არიან Abdulla Rashim და Varg. ამავე წელს მუსიკოსმა ქართულ ლეიბლთან Icontrax დაიწყო თანამშრომლობა. 2017 წელს კი მისი ნამუშევრები ცნობილ ლეიბლებზე Klockworks და Semantica გამოვიდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული