Thumbnail

პოპულარული ინგლისელი მომღერალი, ედ შირანი ახალ კომპოზიციას Beautiful People და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ამერიკელი მუსიკოსი Khalid მონაწილეობს. სიმღერა შირანის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში No.6 Collaborations Project იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვება.

► ედ შირანის კომპოზიციაში Eminem და 50 Cent მონაწილეობენ

► ნახეთ: ედ შირანი კეტჩუპ Edchup-ს გამოუშვებს

აღსანიშნავია, რომ ედ შირანის ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Eminem, 50 Cent, Justin Bieber, Cardi B, Camila Cabello, Travis Scott, Young Thug, Bruno Mars და სხვები.

ედ შირანმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული