Thumbnail

მოუსმინეთ: Liam Gallagher-მა ახალი სიმღერა The River გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

Oasis-ის ყოფილმა ფრონტმენმა, ლიამ გალაჰერმა ახალი კომპოზიცია The River გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსის რიგით მეორე სოლო ალბომში Why My? Why Not შევა, რომელიც გაყიდვაში 20 სექტემბერს ჩაეშვება. სინგლის გამოცემასთან ერთად არტისტმა ბრიტანული ტურნე დააანონსა, რომელიც 11 ნოემბერს დაიწყება.

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა კომპოზიციაზე Shockwave ვიდეოკლიპი გადაიღო

2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ლიამმა ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული