Thumbnail

ოსკაროსანი ჰიპ ჰოპ კოლექტივის Three 6 Mafia ერთ-ერთი ლიდერი, ჯორდან მაიკლ ჰიუსტონი, იგივე Juicy J, ახალ კომპოზიციას Three Point Stance ავრცელებს. ვეტერანი მემფისელი თრეფ შემსრულებლის ჩანაწერში ჟანრის ახალი სკოლის წარმომადგენლები: ფლორიდული დუეტი City Girls და ჰიუსტონელი რეპერი Megan Thee Stallion მონაწილეობენ. ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორები Crazy Mike და თავად ჯორდანი გახლავთ.

► მოუსმინეთ: Juicy J - Let Me See Ft. Kevin Gates & Lil Skies 

► ნახეთ: Denzel Curry და Juicy J კლიპს Ultimate ავრცელებენ 

► ნახეთ: რეპერები Juicy J და Travis Scott ჩანაწერის Neighbor ვიდეორგოლს ავრცელებენ  

ჯორდანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში ჰიპ ჰოპ კოლექტივში Three 6 Mafia დაიწყო, რომლის წევრებიც, მის გარდა, Lord Infamous და DJ Paul იყვნენ. ჯგუფი რეპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა. 2006 წელს ოსკარის დაჯილდოების 78-ე ცერემონიაზე, მუსიკოსებმა ნომინაციაში "საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი" გაიმარჯვეს. Three 6 Mafia-მ კომპოზიცია It`s Hard Out Here For Pimp ფილმისთვის Hustle & Flow შეიქმნა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული