Thumbnail

მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ალბომს Bandana ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეული დუეტი MadGibbs მსმენელს ახალი ალბომით Bandana დაუბრუნდა. ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერის, Madlib-ისა და ინდიანელი რეპერის, Freddie Gibbs-ის რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი 15 კომპოზიციას აერთიანებს. ტრეკები Crime Pays, Flat Tummy Tea, Giannis მუსიკოსებმა სინგლების სახით უკვე გაავრცელეს.

"მედგიბსის" ახალგამოქვეყნებულ ალბომში ვეტერანი არტისტები: Pusha T, Killer Mike, Black Thought, Yasiin Bey და ახალგაზრდა მუსიკოსი Anderson .Paak მონაწილეობენ. ნამუშევრში შესული ყველა ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი მედლიბი გახლავთ.

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების შემოქმედება ოთხ EP-სა და 2014 წლის ალბომს Pinata აერთიანებს. სტუდიურმა ჩანაწერმა თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული