Thumbnail

ნიუ იორკელი მუსიკოსი, კარლოს სენთ ჯონი, ფსევდონიმით SAINt JHN, მსმენელს პოპულარულ კომპოზიციაზე Trap გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში ახალგაზრდა ატლანტელი რეპერი Lil Baby მონაწილეობს. ტრეკი სენთ ჯონის სტუდიური ნამუშევრის Ghetto Lenny’s Love Songs სინგლია.

სენთ ჯონმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა, ნიჭიერი არტისტის შემოქმედება ძალიან მწირია. შემსრულებლის სადებიუტო ალბომი Collection One გაყიდვაში 2018 წელს ჩაეშვა. ჯონის ცნობილი კომპოზიციებია: Roses, Reflex, 3 Below და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული