Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდეს დაბადების დღეზე 20,000-მა თაყვანისმცემელმა Happy Birthday უმღერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, არიანა გრანდემ 26 ივნისს, თავის დაბადების დღეზე ტორონტოში კონცერტი გამართა. ღონისძიების მიმდინარეობისას, მას ოჯახის წევრებმა სცენაზე ტორტი აუტანეს, დარბაზში შეკრებილმა 20,000 ადამიანმა კი სიმღერა Happy Birthday to You შეუსრულა.

► ნახეთ: არიანა გრანდემ კონცერტები პომიდორზე ალერგიული რეაქციის გამო გააუქმა

► ნახეთ: არიანა გრანდეს ახალმა ცვილის ფიგურამ თაყვანისმცემლები გააღიზიანა

► ნახეთ: არიანა გრანდე NASA-ს კოსმოსურ ცენტრს ესტუმრა

აღსანიშნავია, რომ მომღერლის კომპოზიციის 7 Rings შთაგონებით ტორტი შვიდი ფენისგან შედგებოდა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. წელს შემსრულებელმა "საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის" კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული