Thumbnail

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეი ჯენკინსი, ფსევდონიმით Young Jeezy, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი ტრეკით Gone დაუბრუნდა. ჩანაწერში სახელოვანი ლუიზიანელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი, პერსი რობერტ მილერი, იგივე Master P მონაწილეობს. კოლეგების ერთობლივი კომპოზიციის ინსტრუმენტალის ავტორი ცნობილი სამხრეთელი მუსიკოსი Drumma Boy გახლავთ.

ჩანაწერი 1998 წლის კომედიური ჟანრის სურათის I Got The Hook Up მეორე ნაწილის ერთ-ერთი საუნდტრეკია. ფილმის პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 12 ივლისს შედგება.

იანგ ჯიზი კრიმინალური წარსულის მქონე ატლანტელი რეპერია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ერთ-ერთი იმ არტისტთაგანია, რომელმაც ჰიპ ჰოპის მიმდინარეობა, თრეფი ჟანრის მეინსტრიმში დააბრუნა. ჯეი ჯენკინსი ფართო საზოგადოებამ 2005 წლის სადებიუტო ალბომით Let's Get It: Thug Motivation 101 გაიცნო. ნამუშევარი 2000-იანი წლების სამხრეთული რეპ მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. დღეს მისი კარიერა 10 ალბომს, ოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კომერციულად წარმატებულ სინგლს აერთიანებს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული