ამერიკელი მუსიკოსი ჯოზაია ვაისი, სასცენო სახელით Serpentwithfeet, ახალ კომპოზიციას Receipts ავრცელებს. ჩანაწერში კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, ტაირონ უილიამსი, ფსევდონიმით Ty Dolla Sign მონაწილეობს.
► ნახეთ: Ty Dolla Sign და J. Cole კლიპს Purple Emoji ავრცელებენ
ჯოზაია ვაისმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. 2018 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Soil გაავრცელა, რომელსაც კრიტიკოსთა მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. მუსიკოსის შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, გოსპელს და ექსპერიმენტულ არენბის აერთიანებს.
კომენტარები