Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტი გარი ლუკას უმცროსი, ფსევდონიმით Joyner Lucas, ახალ ტრეკს Broke & Stupid ავრცელებს. კომპოზიციის პროდიუსერები Nox Beatz, NextLane Beats და CorMill არიან. ჩანაწერი ჯოინერის სადებიუტო ალბომის ADHD რიგით მეოთხე სინგლია.

► ნახეთ: Joyner Lucas - ISIS Ft. Logic 

► ნახეთ: Joyner Lucas - Devil's Work 

► რეპერი Joyner Lucas ახალ ალბომზე ADHD მუშაობს, რომელშიც ემინემიც მონაწილეობს 

რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. თერთმეტწლიანი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, არტისტს ალბომი არ გამოუცია. ჯოინერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის სინგლით Ross Capicchioni გაიცნო. 2016-ში მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის Atlantic Records წევრი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, შემსრულებელმა ოფიციალური მიქსტეიპი 508-507-2209 გაავრცელა, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მალევე რეპერმა მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია I'm Not Racist გამოაქვეყნა. ტრეკზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე 100 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული