Thumbnail

ნახეთ: Madonna-მ ახალი კლიპი God Control გაავრცელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მადონამ ახალ ალბომში Madame X შესულ სიმღერაზე God Control ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც აშშ-ში იარაღის გამოყენებაზე მკაცრ კონტროლს მოითხოვს. შვედი რეჟისორის, ჯონას აკერლენდის საავტორო კლიპში მოქმედება ღამის კლუბში ვითარდება, რომელსაც შეიარაღებული პირი ესხმის თავს.  

► მოუსმინეთ: Madonna-მ ახალი ალბომი Madame X გამოუშვა

► ნახეთ: Madonna - Dark Ballet

► მოუსმინეთ: Madonna - Future Feat. Quavo

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული