Thumbnail

ნახეთ: Dreamville ალბომს ROTDIII 2 ივლისს გამოუშვებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემოქმედებითი გაერთიანების Dreamville ახალი კომპილაციური ალბომი Revenge Of The Dreamers III გაყიდვაში 2 ივლისს ჩაეშვება. ამის შესახებ ინფორმაცია კოლექტივის დამფუძნებელმა და ლიდერმა, ჯერმეინ ქოულმა გაავრცელა. არტისტმა სტუდიური ნამუშევრის თრეილერიც გამოაქვეყნა.

► მოუსმინეთ: Dreamville - Down Bad | Got Me 

► ნახეთ: Ari Lennox და J. Cole კლიპს Shea Butter Baby ავრცელებენ 

► ნახეთ: J.I.D და J. Cole ტრეკის Off Deez ვიდეორგოლს ავრცელებენ 

ჯერმეინ ქოულმა ქოულმა "დრიმვილი" 2007 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივი დღეს რამდენიმე რეპერსა და არენბი შემსრულებელს აერთიანებს. თავად ქოულის გარდა, ჯგუფის წევრები J.I.D, Bas, Cozz, Lute, EarthGang, Omen და Ari Lennox არიან. მათი სადებიუტო კომპილაციური ალბომი Revenge Of The Dreamers 2014 წელს, მსხვილ ლეიბლთან Interscope კონტრაქტის გაფორმების აღსანიშნავად ჩაიწერა. ერთი წლის შემდეგ კი ახალგაზრდა მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულმა გაერთიანებამ ნამუშევრის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული