ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა ახალი, რიგით მესამე სოლო ალბომი Anima გამოუშვა. ჩანაწერის პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩია, რომელიც წლებია, Radiohead-თან თანამშრომლობს. ნამუშევარში სულ 9 კომპოზიციაა წარმოდგენილი.
► ნახეთ: ტომ იორკმა ახალი სიმღერა Gawpers შეასრულა
ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.
კომენტარები