Thumbnail

ნახეთ: ლივერპულში P!NK-ის კონცერტზე ქალმა იმშობიარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ალიშა მორმა, ფსევდონიმით P!nk, ლივერპულში, ენფილდის სტადიონზე კონცერტი გამართა. არტისტი სიმღერას Get The Party Started ასრულებდა, როდესაც ღონისძიებაზე მყოფ ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, დენის ჯონსს მშობიარობა დაეწყო. ქალმა ბავშვი სტადიონის სამედიცინო ოთახში, მორიგე ექიმების დახმარებით გააჩინა. მან ახალშობილს მომღერლის პატივსაცემად დოლი პინკი დააარქვა.

► ნახეთ: P!nk-ის კონცერტზე ქალმა შეყვარებულს ხელი სთხოვა

► ნახეთ: P!NK-ის ახალი კლიპი 90 Days, რომელშიც მისი ქმარი მონაწილეობს

P!nk-მა, გივე ალიშა მორმა, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. 90 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელს პოპულარობა სიმღერებმა Family Portrait, Stupid Girls და Just Like A Pill მოუტანა. მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში სამი გრემი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული