Thumbnail

ნახეთ: Wiz Khalifa-მ კანაფის ზეთი გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კამერონ თომასმა, ფსევდონიმით Wiz Khalifa, კომპანია The Supreme Cannabis-თან თანამშრომლობით კანაფის ზეთი გამოუშვა, რომელიც კანადაში უკვე იყიდება. კვირის ბოლოს პროდუქტის შეძენა კოლუმბიასა და დიდ ბრიტანეთში იქნება შესაძლებელი.

► ნახეთ: Wiz Khalifa ვიდეორგოლს Alright აქვეყნებს

► ნახეთ: Wiz Khalifa-მ რეპერ Swae Lee-ს საკუთარი წარმოების მარიხუანა გაასინჯა

► ნახეთ: Wiz Khalifa ვიდეორგოლს Alright აქვეყნებს

"მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პროდუქტი, კანაფის ზეთი, რომელიც კანადაში იყიდება. ის უმაღლესი ხარისხისაა და ყველას შეგიყვარდებათ", - განაცხადა მუსიკოსმა პრესკონფერენციაზე.

ვიზ ქალიფამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც მიქსტეიპი Prince Of The City გამოუშვა. თუმცა, საყოველთაო აღიარება მუსიკოსს 2011 წელს გავრცელებულმა ალბომმა Rolling Papers მოუტანა. დღემდე ამ ნამუშევრის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული