Thumbnail
ფოტო: Facebook/ლევან გუნია

ნახეთ: დავით გაბუნიამ აქციებს მხარდაჭერა კომპოზიციით Herio Boys, Herio Girls გამოუცხადა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველი მუსიკოსი დავით გაბუნია, პროექტით Frankie Beatnik, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და ახალი კომპოზიცია Herio Boys, Herio Girls გაავრცელა. 

► ნახეთ: ერეკლე დეისაძემ პარლამენტთან აქციაზე "სისტემა უნდა დაინგრეს" შეასრულა

► ნახეთ: სოფო ბათილაშვილმა აქციაზე "ჰერიო, ბიჭებო" შეასრულა

ჰერიო

ყოველ დღე 7 საათზე, საქართველოს სამსახურში. #თავისუფლებისთვის მუსიკა: Frankie Beatnik - Herio Boys, Herio Girls

Posted by თავისუფლებისთვის - For Freedom on Wednesday, June 26, 2019

 

ცნობილი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ნაწარმოების ალტერნატიული ვერსია გაბუნიამ პირველად გუშინ, აქციაზე შეასრულა.

"ჰერიო ბიჭებო ჰერიო, ჩვენთან არის მთელი ერიო" - დათო გაბუნიას ახალი სიმღერა აქციიდან #სირცხვილია.

Posted by NEWS.On.ge on Tuesday, June 25, 2019

 

დავით გაბუნიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს ჯგუფში 4U დაიწყო, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება. 2005 წელს არტისტმა თორნიკე გელაშვილთან ერთად ჯგუფი "ვიტამინი" შექმნა. მომდევნო წლებში მათ ასევე ელექტრონული დუეტი Beatnik Brothers ჩამოაყალიბეს. მუსიკოსმა 2012 წელს დაიწყო სოლო პროექტი Gabunia. 2013 წელს კი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ფარგლებში ბენდი "გამოუვალი მდგომარეობა" ჩამოაყალიბა, რომელიც დღეს სახელით "მარტივი გამოსავალი" მოღვაწეობს. Frankie Beatnik დავით გაბუნიას ბოლო პროექტია, რომელიც გამოკვეთილად საცეკვაო ჰაუს ჟღერადობაზეა ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ერთი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებასა და დამნაშავეთა დასჯას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული