Thumbnail

ნახეთ: ერეკლე დეისაძემ პარლამენტთან აქციაზე "სისტემა უნდა დაინგრეს" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

25 ივნისს, თბილისში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ქართველმა მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ სიმღერა "სისტემა უნდა დაინგრეს" შეასრულა და დემონსტრანტების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

► Tbilisi Open Air-ზე ჯგუფმა UNKLE საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა

► The Subways საპროტესტო აქციებზე: ბრძოლა განაგრძეთ, დასავლეთი თქვენთანაა, გვიყვარხართ

"დიდი მადლობა. გაუმარჯოს იმ უდიდეს ოჯახს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია. მადლობა გამძლეობისთვის, სოლიდარობისთვის. მადლობა, რომ ერთად ვწერთ ახალ ისტორიას", - მიმართა დეისაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს. 

❗❗❗ სისტემა უნდა დაინგრეს ❗❗❗ 📣 ერეკლე დეისაძე #ამწუთებში აქციაზე #სირცხვილია ❗❗❗ The system must be destroyed ❗❗❗ 📣 Erekle Deisadze #Shame

Posted by თავისუფლებისთვის - For Freedom on Tuesday, June 25, 2019

 

კომპოზიცია "სისტემა უნდა დაინგრეს" დუეტმა Eko & Vinda Folio 2012 წელს გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ერთი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებასა და დამნაშავეთა დასჯას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული