Thumbnail

ნახეთ: 2Pac-ის პატიმრობის მოწმობა აუქციონზე გაიყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის პატიმრობის მოწმობა, რომელიც 1995 წლით თარიღდება, გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს. ამ პერიოდში ჰიპ ჰოპ არტისტი სასჯელს გაუპატიურების მუხლით იხდიდა. ლოტის საწყისი ფასი 2,000 დოლარია.

► ნახეთ: 2Pac-ის მიერ შექმნილი პორნოგრაფიული ნახატი 21,155 დოლარად გაიყიდა

► 2Pac-ის წერილი, რომელშიც მადონას დაშორების მიზეზს უხსნის, აუქციონზე გაიყიდება

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული