Thumbnail

მოუსმინეთ: G-Eazy სამტრეკიან ჩანაწერს B-Sides ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ახალი EP სახელად B-Sides გაავრცელა. სტუდიურ ჩანაწერში სულ 3 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ტრეკზე Bang მუშაობისას 30 წლის რეპერმა პოპულარულ კოლეგასთან, Tyga-სთან ითანამშრომლა.

► ნახეთ: G-Eazy - West Coast Ft. BlueFace, ALLBLACK & YG 

► მოუსმინეთ: G-Eazy ოთხტრეკიან ჩანაწერს The Beautiful & Damned (Remixes) ავრცელებს 

► მოუსმინეთ: G-Eazy - Endless Summer Feat. YG 

ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული