Thumbnail

ნახეთ: Bastille-მა ბილი აილიშის, ლედი გაგასა და ტეილორ სვიფტის სიმღერები შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ბენდმა Bastille რადიოსადგურ BBC 1-ის ეთერში ბილი აილიშის ჰიტის Bad Guy, ლედი გაგას Bad Romance-ის, ტეილორ სვიფტის Bad Blood-ის, დიქ დეილის კომპოზიციის Misirlou და თავისი ნამუშევრის Bad Decisions პოპური შეასრულა.

► ნახეთ: Bastille - Those Nights

► ნახეთ: ჯგუფმა Bastille კომპოზიციაზე Grip კლიპი გადაიღო

"ბასტილი" დენ სმიტმა 2010 წელს სოლო პროექტის სახით ჩამოაყალიბა, მოგვიანებით კი მას 3 წევრი დაემატა. კოლექტივმა წარმატებას სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მიაღწია. მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ნამუშევრის 3 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა. არტისტების მუსიკალური მიმართულება ალტერნატიულ როკსა და სინთპოპს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული