Thumbnail

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი დეროლდ ბრაუნ ფერგიუსონი, ფსევდონიმით ASAP Ferg, ახალ ტრეკს Wigs აქვეყნებს. შემსრულებლის თრეფ ბენგერში ფლორიდული დუეტი City Girls და ახალგაზრდა მუსიკოსი ANTHA მონაწილეობენ. კომპოზიციის პროდიუსერი Frankie P გახლავთ, რომელმაც ფერგისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

► ნახეთ: ASAP Ferg და ASAP Rocky ვიდეორგოლს Pups ავრცელებენ 

► ნახეთ: Joey Badass და ASAP Ferg ფრისტაილს ავრცელებენ 

► ნახეთ: ASAP Rocky, ASAP Ferg და Nicki Minaj ვიდეორგოლში Runnin 

ცნობილ ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან ინტერვიუში ეისეფმა ახალი ალბომი Floor Seats დააანონსა. მუსიკოსის თქმით, მის რიგით მეოთხე სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დასრულებულია და გამოსაქვეყნებლად შესაფერის მომენტს ელოდება. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის ერთ-ერთი სინგლი Asap Rocky-ს მონაწილეობით შექმნილი ტრეკი Pups გახლავთ

ეისეფ ფერგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო სტუდიური ალბომით Trap Lord გახდა. ნამუშევარმა კრიტიკოსებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. 2017 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Still Striving ჩაუშვა. ჩანაწერის სინგლმა Plain Jane პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო კარიერის გარდა, მუსიკოსი გაერთიანების ASAP Mob ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული