Thumbnail

Nicki Minaj მაილი საირუსზე: ქათმებმა დედოფლებზე არ უნდა ილაპარაკონ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Nicki Minaj-მა გადაცემაში Queen Radio show პოპვარსკვლავ მაილი საირუსის შესახებ ისაუბრა. როგორც ცნობილია, მაილიმ ცოტა ხნის წინ ახალი კომპოზიცია Cattitude გაავრცელა, რომელშიც ამბობს: "ნიკი, მიყვარხარ, მაგრამ ქარდის ვუსმენ".

 მაილი საირუსი: Cardi B და Nicki Minaj ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ორივე დედოფალია

 Miley Cyrus: ნიკი მიყვარხარ, მაგრამ ქარდი ბის ვუსმენ

"გაყინულ ქათმებს უფლება არ აქვთ, დედოფლებზე სიბინძურეები ილაპარაკონ. ყველას უნდა, რომ ნიკი მინაჟი იყოს, მაგრამ ვერ მოგართვით", - განაცხადა რეპერმა.

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული