Thumbnail

ნახეთ: Cardi B-მ BET Awards-ზე კომპოზიციები Clout და Press შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლოს ანჯელესში, ყოველწლიურ დაჯილდოებაზე BET Awards გრემის მფლობელი პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B თაყვანისმცემლების წინაშე კომპოზიციებით Clout და Press წარდგა. პირველი მათგანი ქარდიმ ქმართან, გაერთიანება Migos-ის წევრთან, Offset-თან ერთად შეასრულა.

► ნახეთ: 2019 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები 

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს 2019 წლის BET Awards-ის ცერემონიაზე 

► Cardi B: დიახ, როგორც ყველა არტისტს, მეც მყავს გოუსთრაითერები 

ქარდი დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ქალ ჰიპ ჰოპ არტისტად დაასახელეს. მისმა სტუდიურმა ნამუშევარმა Invasion of Privacy კი წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული