Thumbnail

ელექტრონული დუეტის Cassius კომპოზიციის Don't Let Me Be ვიდეორგოლი გავრცელდა. ტრეკი მუსიკოსების უკანასკნელ ალბომში Dreems შედის, რომელიც გაყიდვაში 21 ივნისს ჩაეშვა. სიმღერაში ფრანგი დრიმ პოპ არტისტი Owlle მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ სტუდიური ჩანაწერის გამოცემამდე ორი დღით ადრე, 19 ივნისს პროექტის Cassius ერთ-ერთი წევრი, ფილიპ სერბონეში, ფსევდონიმით Philippe Zdar გარდაიცვალა. პარიზში მყოფი 52 წლის არტისტი შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდა. ფილიპ ზდარი სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: Beastie Boys, Phoenix, Jay-Z, ქანიე ვესთი და სხვები.

Cassius ფრანგმა პროდიუსერებმა, ფილიპ ზდარმა და ბუმ ბასმა პარიზში 1989 წელს ჩამოაყალიბეს. 1999 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი 1999 გამოუშვეს. კოლექტივს განსაკუთრებული პოპულარობა 2010 წლის სინგლმა I Love You So მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული