Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს 2019 წლის BET Awards-ის ცერემონიაზე

ლოს ანჯელესში BET Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პერფორმანსების გარდა, ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზეც იწონებდნენ თავს. ისინი ღონისძიებაზე არაერთი ცნობილი დიზაინერის სამოსში გამოწყობილი გამოჩნდნენ.

► ნახეთ: 2019 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები

► ნახეთ: Migos-მა და DJ Mustard-მა BET Awards-ზე კომპოზიცია Pure Water შეასრულეს

გთავაზობთ გამორჩეულად ჩაცმული მუსიკოსების ფოტოებს:

Rihanna

ბარბადოსელი მომღერალი დაჯილდოებაზე ტყავის სამოსით მივიდა. რირის დიზაინერი არ დაუსახელებია, თუმცა, მედიის ვარაუდით, მუსიკოსს საკუთარი ბრენდი Fenty ეცვა.

Ciara

ამერიკელი მომღერალი წითელ ხალიჩაზე Jean Paul Gaultier-ს ნარინჯისფერი კაბითა და Stuart Weitzman-ის ფეხსაცმლით გამოჩნდა.

Meek Mill

ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ცერემონიისთვის სპორტული სამოსი და ძვირადღირებული სამკაული შეარჩია, რომელზეც მიმდინარე წლის მარტში მოკლული რეპერის, Nipsey Hussle-ს ფოტო იყო დატანილი.

Mary J. Blige

მერი ჯეი ბლაიჯმა საღამოსთვის იტალიელი დიზაინერის, Alberta Ferretti-ს კაბა შეიძინა.

DJ Khaled

დიჯეი ქალიდი დაჯილდოების ცერემონიაზე პრინტიანი პერანგით მივიდა.

Ella Mai

ბრიტანელი მომღერალი კამერების წინ ნეონისფერი კოსტიუმით პოზირებდა.

Teyana Taylor

არენბი შემსრულებელი, ტიანა ტეილორი Mugler-ის პიჯაკსა და Christian Dior-ის მაღალყელიან ჩექმებში გამოეწყო.

Saweetie

რეპერმა სოუითიმ Bet Awards-ზე Moschino-ს კაბა მოირგო.

Lil' Kim

რეპერი ლილ კიმი დაჯილდოებაზე Chanel-ის აქსესუარებით იწონებდა თავს.

Migos

ატლანტური ჰიპ ჰოპ კოლექტივის წევრები Dior-ის კოსტიუმებსა და Zana Bayne-ის ტყავის აქსესუარებში გამოეწყვნენ.

Cardi B

ქარდი წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილა. მას დაჯილდოებაზე ლიბანელი დიზაინერის, Nicolas Jebran-ის კაბა ეცვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული