Thumbnail

ჯენეტ ჯექსონი: მაიკლის შემოქმედებას ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯენეტ ჯექსონმა გამოცემა The Sunday Times-თან ინტერვიუში თავისი ძმის, მაიკლის შესახებ ისაუბრა. 

"ძალიან მომწონს, როდესაც ბავშვები მაიკლს ბაძავენ, ზრდასრული ადამიანები კი კვლავ უსმენენ მის შემოქმედებას. ასე ვხვდები, რომ ჩემი ოჯახი მსოფლიოზე გავლენას ახდენდა. ქედმაღლურად არ ვსაუბრობ, ეს რეალობაა. მაიკლის მემკვიდრეობას ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს", - განაცხადა ჯენეტმა. 

მომღერალს მაიკლის სავარაუდო პედოფილიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Leaving Neverland-ის შესახებ არ უსაუბრია. 

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს

► მაიკლ ჯექსონის პირადი მცველი: საზოგადოებას სიმართლეს ვეტყვი

და-ძმამ 1995 წელს ერთობლივი კომპოზიცია Scream გამოუშვა, რომელიც მაიკლის რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომში HIStory: Past, Present and Future, Book I შევიდა. სიმღერა ორივე არტისტის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ითვლება. ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლი კი დღემდე ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ მუსიკალურ კლიპად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული