ამერიკულმა ექსპერიმენტულმა ჰიპ ჰოპ ჯგუფმა Death Grips ახალი, ნახევარსაათიანი მიქსი Gmail and the restraining orders გაავრცელა, რომელიც კოლექტივის აქამდე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებს მოიცავს. ჩანაწერის პრემიერა ბრიტანული ლეიბლის, Warp Records-ის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ონლაინ რადიო NTS-ის ეთერში შედგა.
► მოუსმინეთ: Death Grips - Dilemma
► მოუსმინეთ: Death Grips - Ha ha ha
Death Grips 2010 წელს, კალიფორნიაში ჩამოყალიბდა. ჯგუფი ინდასტრიალ ჰიპ ჰოპისა და რეპკორის ჟანრებში მოღვაწეობს. პროექტის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია No Love, Guillotine და Get Got.
კომენტარები