Thumbnail

ვეტერანმა ნეშვილელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დევიდ დერნელ ბრაუნმა, ფსევდონიმით Young Buck, ახალი კომპოზიცია Foofy გამოაქვეყნა, რომელშიც ძველი მეგობარი, ნიუ იორკელი კოლეგა, კურტის ჯექსონი, იგივე 50 Cent გადისა. სამხრეთელმა ნამუშევარში ტორონტოელი მუსიკოსის, დრეიქის მიერ Pusha T-ის მისამართით ჩაწერილი დის-ტრეკის Duppy ინსტრუმენტალი გამოიყენა.

► მოუსმინეთ: რეპერმა Young Buck-მა მიქსტეიპი 10 Plugs გაავრცელა 

► ნახეთ: რეპერმა Young Buck-მა ტრეკზე Can't Lose ვიდეოკლიპი გადაიღო

იანგ ბაქმა კურტისი ინსტაგრამზე დამამცირებელი პოსტების გამოქვეყნების, რეპერ Tekashi 6ix9ine-თან ახლო ურთიერთობის, უფროსი ვაჟის მიტოვებისა და სხვა მიზეზების გამო გააკრიტიკა.

კოლეგები 2003 წლიდან პოპულარული ჰიპ ჰოპ ჯგუფის, G-Unit-ის წევრები და ახლო მეგობრები იყვნენ. მათ კოლექტივის ორ კომერციულად წარმატებულ ალბომზე ითანამშრომლეს. მუსიკოსების ურთიერთობა პირველად 2008 წელს დაიძაბა, თუმცა, რეპერები 2017 წელს კვლავ შეიკრიბნენ და მსმენელს 2 ერთობლივი EP შესთავაზეს.

რეპერებს შორის მორიგი გაუგებრობა ლეიბლთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია. ამის შემდეგ, 50 Cent-მა განაცხადა, რომ იანგ ბაქს ტრანსგენდერ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. თუმცა, ეს ინფორმაცია ბაქმა უარყო. 

დევიდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იანებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ კოლექტივში G-Unit გაწევრიანების შემდეგ გახდა. მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი Straight Outta Cashville 2004 წელს ჩაეშვა გაყიდვაში. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და დღემდე მისი ორ მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი წამყვანი კომპოზიცია Let Me In გახლავთ, რომელშიც ქუინსელი რეპერი 50 Cent მონაწილეობს. იანგ ბაქმა ბოლო მიქსტეიპი 10 Toes Down მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული