Thumbnail

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი ენტონი დიქსონი, ფსევდონიმით Boogie, რომელიც მისი ლეგენდარული კოლეგის, ემინემის მიერ დაარსებული Shady Records-ის წევრია, ახალ კომპოზიციას Details ავრცელებს. ბუგის ჩანაწერში ამავე ლეიბლის კიდევ ერთი წევრი, ნიუ იორკელი შემსრულებელი Conway მონაწილეობს.

► ნახეთ: Boogie - Expose Me 

► მოუსმინეთ: Boogie სადებიუტო ალბომს Everythings For Sale აქვეყნებს 

► ნახეთ: Boogie და Eminem კლიპს Rainy Days ავრცელებენ 

კომპტონელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ოფიციალური მიქსტეიპით Thirst 48 Part II გახდა, რომლის მთავარი კომპოზიციებიც Nigga Needs და Sunroof გახლავთ. 2017 წლიდან ბუგი ლეგენდარული დეტროიტელი არტისტის, ემინემის ლეიბლის, Shady Records-ის წევრია. 2019 წლის დასაწყისში რეპერმა სადებიუტო ალბომი Everythings For Sale გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული